რუს აქტივისტს რამდენიმე ქალი გაუპატიურებაში ამხელს, მათ შორის, საქართველოში

რუს ოპოზიციონერ აქტივისტს, მიხეილ პლეტნევს 4 ქალი გაუპატიურებაში ადანაშაულებს.
ში შეჭრის შემდეგ, პლეტნევი, სხვა ათასობით რუსეთის მოქალაქის მსგავსად, საქართველოში ჩამოვიდა და გარკვეული პერიოდი აქ ცხოვრობდა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 4-დან ორი შემთხვევა სწორედ თბილისში მოხდა.
პლეტნევის აქტივისტური საქმიანობა დაკავშირებული იყო, მათ შორის ქალებისა და ბავშვების უფლებების დაცვასთან. ამიტომ, როგორც რუსულენოვანი გამოცემა “Холод” წერს, ქალებს მის მიმართ ნდობა ჰქონდათ.
გამოცემა ესაუბრა ოთხ ახალგაზრდა ქალს, რომლებიც პლეტნევს ამხელენ. მათ შორის ერთი მომხდარის დროს 14 წლის იყო. გამოცემა გოგონას ინტერესებიდან გამომდინარე დეტალებს არ ასაჯაროებს, მაგრამ წერს, რომ აქვთ მისი და პლეტნევის მიმოწერა, სადაც ეს უკანასკნელი ბოდიშს იხდის.
რაც შეეხება საქართველოში მომხდარ შემთხვევებს, ეს 2023 წელს მოხდა. ქალი, რომელიც პლეტნევთან ძალადობრივი გამოცდილების შესახებ ჰყვება 23 წლის რუსი მოდელია. ისინი ერთმანეთს თბილისში, ერთ-ერთ ბარში შეხვდნენ, სადაც, ჩვეულებრივ, საქართველოში მცხოვრები რუსები იკრიბებოდნენ. როგორ ქალი გამოცემას უყვება, ისინი ბარიდან გვიან ღამით, მთვრალები გამოვიდნენ და პლეტნევმა სახლში წაყვანა შესთავაზა. ალკოჰოლის ჭარბი რაოდენობის გამო, მას დეტალები არ ახსოვს და ამბობს, რომ სავარაუდოდ ჩაეძინა, ან გონება დაკარგა. გამთენიისას გამოეღვიძა მისთვის უცხო სახლში იყო, ნახევრად შიშველ მდგომარეობაში, პლეტნევთან ერთად.
საქართველოში მომხდარი მეორე შემთხვევის შესახებ ჰყვება 20 წლის ქალი, რომელიც, სხვების მსგავსად, ომის შემდეგ ჩამოვიდა რუსეთიდან თბილისში. ინციდენტის დროს ის 18 წლის შემდეგ იყო. ის ჰყვება, რომ პლეტნევი საქართველოში მცხოვრებ რუსებში ცნობილ ადამიანი იყო და ის მას ხშირად ხვდებოდა სხვადასხვა შეკრებებზე. ეს ისტორია წინა ისტორიის მსგავსია – ერთ-ერთი წვეულებიდან ისინი მთვრალები წამოვიდნენ ერთად, პლეტნევმა მას სახლში წაყვანა შესთავაზა. ქალი ჰყვება, რომ გზაში, ტაქსიში, ჩაეძინა და არ ახსოვს, შემდეგ რა მოხდა. მოგვიანებით, მან აღმოაჩინა, რომ პლეტნევმა მასზე იძალადა მაშინ, როცა გონება დაკარგული ჰქონდა.
გამოცემა ესაუბრა თავად პლეტნევსაც, რომელიც ამჟამად გერმანიაშია. ის ქალების მონაყოლის დიდ ნაწილს არ უარყოფს. თუმცა, ამბობს, რომ მის მოქმედებებს ძალადობად არ მიიჩნევს, ან მაშინ არ მიიჩნევდა. თუმცა, თქვა ისიც, რომ რამდენიმე თვეა მოძალადეთა სარეაბილიტაციო თერაპიის კურსს გადის.
Холод-ის სტატია პლეტნევმა X-ის საკუთარ გვერდზე გააზიარა და დაწერა: “გთხოვთ, მაპატიეთ, თუ შეგიძლიათ”.

ასევე დაგაინტერესებთ

ანა წითლიძე – თუ გინდა, რეჟიმს მოუგო, შენი თამაშის წესებით უნდა ეთამაშო – ოპოზიცია კამპანიას უნდა ვაწარმოებდეთ, რომ არჩევნებზე ოპოზიციური ამომრჩეველი არ მივიდეს, „ოცნებას“ ისე უნდა გაუჭირდეს ამომრჩევლის მიყვანა, რომ ავტობუსებით დაორგანიზება დასჭირდეს