რუსულ BM-30 Smerch-ს თბილისის დანგრევაც შეუძლია

რუსეთის მე-4 სამხედრო ბაზას, რომელიც ოკუპირებული ცხინვალშია განთავსებული, უპრობლემოდ შეუძლია 90 კილომეტრის რადიუსში, საქართველოს ნებისმიერი სამხედრო თუ სამოქალაქო ობიექტის განადგურება.
ამის შესახებ ცნობილი გახდა, მას შემდეგ, რაც ს საოკუპაციო სარდლობამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ცხინვალთან, BM-30 Smerch ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებით, აღჭურვილი არტილერიის დივიზიონი განათავსა.
„90 კილომეტრი წვდომა ნიშნავს, რომ ამ იარაღით შეიძლება საქართველოს ნებისმიერი კომუნიკაციის კონტროლი. მათ შორის, ნებისმიერი სამხედრო ობიექტის, რომელიც განლაგებულია აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისსა და ცხინვალს შორის. პლუს, თბილისის ეკონომიკური თუ სხვა საკვანძო პუნქტების დაბომბვაც თავისუფლად შეუძლიათ. გიორგი თავდგირიძე, სამხედრო ექსპერტი
ექსპერტების შეფასებით, ბირთვული იარაღის შემდეგ, ეს არის ყველაზე დამანგრეველი იარაღი, რომელიც ამ დროისთვის, რუსეთის არმიის შეიარაღებაშია. ექსპერტი სამხედრო საკითხებში, თადარიგის პოლკოვნიკი გიორგი თავდგირიძე „ამერიკის ხმასთან“ ამბობს, რომ რუსულ „სმერჩს“ თბილისის დანგრევა თავისუფლად შეუძლია.
„90 კილომეტრი წვდომა ნიშნავს, რომ ამ იარაღით შეიძლება საქართველოს ნებისმიერი კომუნიკაციის კონტროლი. მათ შორის, ნებისმიერი სამხედრო ობიექტის, რომელიც განლაგებულია აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისსა და ცხინვალს შორის. პლუს, თბილისის ეკონომიკური თუ სხვა საკვანძო პუნქტების დაბომბვაც თავისუფლად შეუძლიათ.
პირველი, რაც ამ ნაბიჯით რუსეთმა განაცხადა, რომ ის საქართველოს მიმართ აგრესიულ პოლიტიკას აგრძელებს; ფაქტიურად, „სმერჩი“ არ არის თავდაცვითი იარაღი. მისი მაქსიმალური წვდომის სიშორე 90 კილომეტრს აღწევს, ხოლო მინიმალური 20 კილომეტრს. ეს თავისთავად გამორიცხავს, რომ ეს იარაღი, როგორც თავდაცვითი იარაღი ისე იქნეს გამოყენებული.
ეს არის შეტევითი იარაღი, ამ ნაბიჯით რუსეთი ადასტურებს, რომ მზად არის განახორციელოს შეტევითი სამხედრო მოქმედებები, თუ მას ეს დასჭირდება. ნებისმიერი იარაღი სახიფათოა, მაგრამ ხიფათს გააჩნია თავისი მოცულობა.
ამ შემხთვევაში, „სმერჩი“ – თავისი დამანგრეველი ძალის არის მიახლოვებული მასობრივი განადგურების იარაღთან . მას შეუძლია, რეაქტიული ზალპით 60 ჰექტარამდე ტერიტორია დაფაროს და მთლიანად გადაწვას.“
მესამე დღეა საგარეო საქმეთა სამინისტროში, საქართველოში აკრედიტირებულ ელჩებს სამინისტროს სპეციალურ განცხადებას აცნობენ. საპროტესტო ნოტაში, კერძოდ ნათქვამია, რომ „სმერჩის” ტიპის სისტემების ოკუპირებულ რეგიონში განლაგება, რუსეთის მიერ საქართველოს წინააღდეგ განხორცილებული იმ აგრესიული პოლიტიკის გაგრძელებას წარმოადგენს, რომელიც ქართული სახელმწიფოებრიობის წინააღდეგაა მიმართული.
ასეთი „ასიმეტრიული“ მოქმედებით პპასუხა რუსეთმა საქართველოს პრეზიდენტის სამშვიდობო ინიციატივას. პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავჯდომარე დავით დარჩიაშვილი ამბობს:
„საერთაშორისო ურთიერთობებში, ძალზედ მნიშვნელოვანია, მოთამაშეები, ქვეყნები, ორგანიზაციები რამდენად დგამენ საერთაშორისო სამართლის შესაბამის ნაბიჯებს. რამდენად არის ეს ნაბიჯები თანამშრომლობსა და და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული. თუ ამას არ აკეთებენ და პირიქით, საპირისპირი ნაბიჯებს აქვს ადგილი ეს მათვე აუცილებლად ზიანს მოუტანს.“
სამხედრო ექსპერტმა ზაურ ალბოროვმა ინფორმაცია, ცხინვალში BM-30 Smerch თორმეტი სისტემის გადასროლის შესახებ, ჯერ კიდევ, 2010 წლის მარტში გაავრცელა. ალბოროვმა რუქაც კი გამოაქვეყნა, თუ როგორ შეიძლება ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ყანჩავეთიდან, “სმერჩის“ მეშვეობით თბილისსა და მარნეულში სტრატეგიული ობიექტების, მათ შორის სამხედრო აეროდრომების განადგურება.
ამნაირი რაღაც შეიძლება მოხდეს, რომ განალაგონ ახალი შეიარაღება იმ საბაბით რომ ვითომ საფრთხე ემუქრებათ. ანუ, რომ არ მოკვდეს “დამოუკიდებელი სამხრეთ ოსეთის” იდეა იქ მსგავსი რაღაცეები უნდა აკეთონ ხოლმე, იპოზიორონ, რომ აი, ჩვენ გვაქვს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ საქართველო აგრესიას გეგმავს, ამიტომაც განვალაგეთ „სმერჩი“. თორნიკე შარაშენიძე, პოლიტილოგი
რუსეთის არმიის ძირითადი ბაზა ოკუპირებულ ტერიტორიაზე სწორედ ყანჩავეთშია განლაგებული. მაშინ ამ ინფორმაციას, ოფიციალური დადასტურება არ მოჰყოლია, ამჯერად მოსკოვი ადასტურებს, რომ BM-30 Smerch ოკუპირებულ ტერიტორიაზე ნადვილად განათავსა. პოლიტოლოგი თორნიკე შარაშენიძე “ამერიკის ხმასთან” ამბობს:
„ეს ნაბიჯი შეიძლება განვიხილოთ ორი თვალსაზრისით. ერთი ბუნებრივია არის ის, რომ ყოველთვის საჭიროა შიდა აუდიტორიაზე თამაში, რომ გარე მტერი არსებობს; ამავე დროს აჟიოტაჟისა და პანიკის ატეხვა, გამართლება იმისა, რომ მოხდა ამ ტერიტორიის აღიარება დამოუკიდედელ სახელმწიფოდ; გამართლება რომ მოხდეს იქ რეგულარულად, მუდმივად რაღაც უნდა ხდებოდეს.
ამნაირი რაღაც შეიძლება მოხდეს, რომ განალაგონ ახალი შეიარაღება იმ საბაბით რომ ვითომ საფრთხე ემუქრებათ. ანუ, რომ არ მოკვდეს “დამოუკიდებელი სამხრეთ ოსეთის” იდეა იქ მსგავსი რაღაცეები უნდა აკეთონ ხოლმე, იპოზიორონ, რომ აი, ჩვენ გვაქვს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ საქართველო აგრესიას გეგმავს, ამიტომაც განვალაგეთ „სმერჩი“. ხვალ კიდე სხვა რაღაცას განვალაგებთ, ესეთ კონტექსტში ჯდება რა თქმა უნდა.“
რა შეიძლება დაუპირისპიროს ქვეყნის შუაგულში რუსული „სმერჩების“ განთავსებას საქართველომ?
ოფიციალურად ცნობილია, რომ თბილისს ასეთი სახის იარაღი არ აქვს. თუმცა, არაოფიციალური ინფორმაციით, საქართველომ 2009 წლის ნოემბერში, სთან გააფორმა ხელშეკრულება BM-30 Smerch ექვსი სისტემის ყიდვის თაობაზე.
ამ ხელშეკრულების ინგლისურენოვანი ასლი, გრიფით კონფიდენციალური, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ბლანკზე და მინისტრ ბაჩო ახალაიას ხელმოწერით ინტერნეტში შარშან გავრცელდა.
თავდაცვის სამინისტროში ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებენ და შესაბამისად, უცნობია, რა შედეგით დასრულდა ეს გარიგება. სამხედრო ექსპერტი გიორგი თავდგირიძე ამბობს
„სამწუხაროდ, დღეს საქართველოს არ გააჩნია შესაძლებლობა ეფექტური ზომები მიიღოს ასეთი იარაღის წინააღმდეგ. მით უმეტეს, რომ ამ იარაღის მთავარი მახასიათებელი არის ზალპური ცეცხლი, რომელიც გრძელდება 30-35 წამამდე და შემდგომა ერთი წუთის განმავლობაში ამ დანადგარს შეუძლია პოზიცია დატოვოს.
ანუ, ფაქტიურად ის მოწინააღმდეგისთვის ძნელი აღმოსაჩენია და საპასუხო ცეცხლის გახსნაც, საარტილერიო ცეცხლის ჩასახშობად საკმაოდ ნაკლებეფექტურია.“
ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ახალი სამხედრო ინფრასტრუქტურისა და მძლავრი შეტევითი იარაღის შემოტანით, რუსეთს საქართველოს ტერიტორიაზე უკვე ძალიან დიდი უპირატესობა აქვს.
ცხინვალის რეგიონში „სმერჩების“ განთავსებამდე, მოსკოვმა მძლავრი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა – საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი C-300 აფხაზეთში განალაგა.
ორივე ტიპის კომპლექსი მოქცეულია ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ (Treaty on Conventional Armed Forces in Europe – CFE) ხელშეკრულებით გათვალსიწინებულ შეზღუდვებში, თუმცა ეს ხელშეკრულება რუსეთმა ზუსტად სამი წლის წინ, ცალმხრივად დატოვა.