“რუსულ კოშმარისთვის” EU-მ უნდა წარმოადგინოს ორმხრივი პერსონალური სანქციები – ევროპარლამენტარი

ევროპარლამენტყის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, სადაც საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე ანგარიში წარადგინეს, ევროპარლამენტარმა რაინიე ვან ლანშოტიმ თქვა:
“ანგარიშიდან ორ მნიშვნელოვან პარაგრაფს გამოვყოფდი. პირველი, ზომები, რომელიც ევროკაშირმა მიიღო, არ ასახავს საქრათველოში ვითარების სისასტიკეს და მეორე, ევროკავშირმა და წევრმა სახელმწიფოებმა უნდა წარმოდგინონ ორმხრივი პერსონალური სანქციები. ბოლოს დამტკიცებულ რეზოლუციაში არის სია იმ პირებისა , რომლებიც პერსონალურად უნდა დასანქცირდნენ , ეს ვერსია უკვე დამტკიცებულია. პრობლემა არა იმაშია, რომ ევროპარლამენტს კარგი იდეის ნაკლებობა აქვს, არამედ იმაში, რომ ჩვენ წევრი სახელმწიფოებისგან რეალური ქმედებები გვაკლია და ლიდერების ნაკლებობა ამ მიმართულებით ევროკომისიაში. “ქართული ოცნება” რუსულ კოშმარად გადაიქცა”

ასევე დაგაინტერესებთ

თაზო დათუნაშვილი – ძველი თბილისური გამოთქმაა: „სამი კაციც ბანდააო“ და ესეც დასჯადი ხდება – ამბობენ, „50 აკაცუკი არავის აინტერესებს“, „რაც უნდათ ის ქნანო“ და პარალელურად, ტროტუარზე დგომასაც უზღუდავენ – ისტერიული, პანიკური შიში აქვთ, სხვა ახსნა არ აქვს

შალვა პაპუაშვილი – პრობლემა დღეს ნატო-შია – რას ნიშნავს გაღებული კარი? თუ უსაშველოდ უნდა ვიდგეთ, რისკია, რომ ორპირ ქარში ადამიანი გაცივდეს – უკრაინის მაგალითზე, ეს ჰგავს მომენტს, როდესაც სატყუარაა ჩამოკიდებული, რომელსაც ვერასდროს უნდა მისწვდეს

4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებული ზურაბ ჭავჭანიძე – მიმდინარეობს მიზანმიმართული გენოციდი, საქართველოს გაქრობა, გადაშენება, ან გადაჯიშება – ზოგიერთი ადამიანი ფიქრობს: „მე თუ კარგად ვარ, ცხოვრება აწყობილიაო“, მაგრამ ხიფათი ყველას გვემუქრება