“ქართული ოცნება” დიდი სკანდალში ეხვევა. რუსულ კანონზე ევროსაბჭოს გაფრთხლების წერილი შალვა პაპუაშვილმა დამალა. ირკვევა რომ 11 აპრილს პაპუაშვილმა მიიღო ევროსაბჭოს “ადამიანის უფლებათა” კომისრის წერილი, სადაც ის წერს, რომ კანონი, რომლის მიღებსაც პარლამენტი აპირებს, წინააღდეგობაში მოდის ევროკონვენციის მუხლებთან.
ანუ, ვიდრე საკომიტეტო მოსმენები დაიწყებოდა, პარლამენტის თავმჯდომარემ უკვე იცოდა, რომ იწყებდა კანონის განხილვას, რომელზეც ევროსაბჭოდან გაფრთხილება ჰქონდა მიღებული, თუმცა წერილი დამალა.
ევროსაბჭომ აღნიშნული წერილი “პირველების” ჟურნალისტებს გამოუგზავნა და სწორედ ასე გახდა ცნობილი მისი არსებობის შესახებ.
ამის შემდეგ კი ის იძულებული გახდა დოკუმენტი გაესაჯაროვებინა. პაპუაშვილი თავიოს მართლების რეჟიმში იყო, თუმცა დეპუტატებს ვერ გასცა პასუხი, თუ რატომ დამალა წერილი.
“სრულიად შემთხვევით, ჩემთვის ცნობილი გახდა ოფიციალური წერილის შესახებ, რომელიც რამდენიმე დღის წინ თქვენ გამოგეგზავნათ ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მხრიდან, სადაც მითითებულია, რომ ეს კანონი არა მხოლოდ ევროკავშირის პრინციპებს ეწინააღმდეგება, არამედ სადაც უკვე გაწევრიანებული ვართ, ევროსაბჭოს ფუნდამენტურ პრინციპებსაც ეწინააღმდეგება და არღვევს. დოკუმენტსი ბოლოს ვკითხულობთ თხოვნას და მომართვას თქვენი მისამართით, რომ ეს ოფიციალური დოკუმენტი გაგეცნოთ და მიგეწოდებინათ პარლამენტის თითოეული წევრისთვის. მიკვირს ძალიან, “გამჭვირვალობის კანონზე” ლაპარაკობთ და თავად ინფორმაციას მალავთ ოფიციალური შეფასების შესახებ, რომელიც მოგივიდათ თქვენ, როგორც პარლამენტის თავმჯდომარეს და არა როგორც “პარტმუშაკს” და უნდა გაგეცნოთ ეს დოკუმენტი ჩვენთვის, საზოგადოებისთვის, ასევე საკომიტეტო განხილვაზე უნდა გამოგეტანოთ. რატომ დამალეთ? ეს არის თქვენი “გამჭვირვალობის” სტანდარტი?” – მიმართა “ლელოს” წევრმა ანა ნაცვლიშვილმა პაპუაშვილს.
“ერთწუთიანი პათეტიკა” უწოდა პარლამენტის თავმჯდომარემ ანა ნაცვლიშვილის მიერ დასმულ კითხვას.
ჩემი გამჭვირვალობის სტანდარტი შეგიძლიათ ნახოთ იმავე ტელეფონში, სადაც ეხლა იმყოფებოდით, შეხვიდოთ ჩემივე ფეიჯზე, სადაც იმყოფებოდით და ნახოთ, როგორც წერილი, ისე ჩემი პასუხი. ასე რომ წერილიც მიღებული, პასუხიც გაცემული და თქვენ, ყველას გაგეცნობათ წერილიც და პასუხიც. საჯაროა უკვე და შეგიძლიათ ნახოთ”, – განაცხადა პაპაუშვილმა.
რაც შეეხება ევროკომისრის წერილს, დოკუმენტში პირდაპირ წერია, რომ რუსული კანონის მიღებას შემზარავი ეფექტი ექნება მედიასაშუალებებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მუშაობაზე.
შეშფოთებული ვარ, ამ საკანონმდებლო ინიციატივის გამოხატვის თავისუფლების სფეროში ადამინის უფლებების სტანდარტების თავსებადობასთან დაკავშირებით, მათ შორის იმ შემზარავი ეფექტის გამო, რომელიც მის მიღებას შეიძლება ჰქონდეს მედიასაშუალებებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მუშაობაზე, განსაკუთრებით მათზე, რომლებიც მუშაობენ ადამიანების უფლებებზე, დემოკრატიასა და კანონის უზენაესობაზე საქართველოში. აღვნიშნავ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა საქმეში Ecodefence და სხვები რუსეთის წინააღმდეგ, რომ „იმისათვის, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს შეეძლოთ შეასრულონ თავიანთი როლი, როგორც „საზოგადოების დარაჯები“, მათ უნდა ჰქონდეთ თავისუფალება, მოითხოვონ და მიიღონ დაფინანსება სხვადასხვა წყაროდან. ამ წყაროების მრავალფეროვნებამ შეიძლება გააძლიეროს ასეთი დაფინანსების მიმღებთა დამოუკიდებლობა დემოკრატიულ საზოგადოებაში”, – წერია წერილში. „ტვპირველი“