რუსულ ენერგოგიგანტ ლუკოილზე დაწესებული ამერიკული სანქციები ლუკოილ ჯორჯიაზეც გავრცელდება.
სანქციების დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ფინანსური სანქციები შეეხება კომპანიის ყველა შვილობილს, სადაც ის 50%-ზე მეტს ფლობს. ასეთია ავსტრიაში რეგისტრირებული კომპანია LUKOIL International GmbH-ი, რომელიც “ლუკოილ ჯორჯიას” 100%-ის მფლობელია.
შპს ლუკოილ ჯორჯია 28/02/2002 წელს არის დაფუძნებული. შემდგომ წლებში მას რამდენიმე კომპანია შეერწყა.
ლუკოილ ჯორჯიას დირექტორი რუსეთის მოქალაქე რომან პეტრაშოვია.




