რუსულ ბანკებს თურქულ ბანკებთან მუშაობა გაუჭირდათ

თურქეთის ბანკები უარს ამბობენ ს ბანკებთან მუშაობაზე. ამის შესახებ დღეს, 17 იანვარს, წერს რუსული გამოცემა „კომერსანტი“. მისი წყაროები არიან რუსეთის საფინანსო და სავაჭრო სფეროების წარმომადგენლები. მათი ინფორმაციით, სიტუაცია 2023 წლის ზაფხულიდან გართულდა და მკვეთრად გამწვავდა მას შემდეგ, რაც 22 დეკემბერს -ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა ბრძანება ე.წ. მეორადი სანქციების შესახებ იმ უცხოური კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთს ეხმარებიან უკრაინის წინააღმდეგ საომრად.
„კომერსანტი“ წერს, რომ რუსეთ-თურქეთის სავაჭრო კავშირები საფრთხის ქვეშ დადგა. თურქეთი იმ ქვეყნებს შორისაა, რომლებსაც ში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ უარი არ უთქვამთ რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე.
რუსული გამოცემის წყაროთა თანახმად, თურქეთის მსგავსი პრობლემები, თუმცა შედარებით ნაკლები მასშტაბით, უკვე შეექმნათ ჩინეთთანაც.
16 იანვარს სააგენტო „ბლუმბერგი“ ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ ჩინეთის სულ მცირე ორმა სახელმწიფო ბანკმა დაიწყო რუსეთში თავისი ბიზნესის შემოწმება და აპირებენ კავშირი გაწყვიტონ სანქცირებულ კლიენტებთან. ასევე, უარი თქვან რუსეთის სამხედრო სექტორისთვის რაიმე სახის ფინანსური მომსახურების გაწევაზე. ამ ინფორმაციის პასუხად კრემლის პრესმდივანმა პესკოვმა მედიას მხოლოდ ის უთხრა, რომ ჩინეთი რჩება რუსეთის მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორად.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ორგანიზაცია „საფარს“, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არ ცნობს კანონმდებლობას, აწარმოებს ზიზღის კამპანიას და რომლის გაცხადებული მიზანია არჩევნების საბოტაჟის გზით მოქალაქეების საარჩევნო უფლების დარღვევა, ევროკავშირი 900 000 ევროს უხდის

პროკურატურის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, რომელიც გამოძიებას „დანაშაულის სურათის სრულად აღდგენის შესაძლებლობას მისცემს“

პროკურატურა – სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან მიმართებაში, პროცედურულ ნაწილში, კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაავალა