რუსულმა რითეილ კომპანია Fix Price-მა2023 წელს 751 ახალი მაღაზია გახსნა, რომელთა შორის არის ახალი ფილიალი საქართველოში, თბილისში.
2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, Fix Price-ის ქსელი 6414 მაღაზიისგან შედგება, რომელთა შორის 5756 რუსეთში და 658 საზღვარგარეთაა. აღნიშნული რაოდენობიდან 5 მაღაზია საქართველოშია (4 თბილისში და 1 რუსთავში).
Fix Price არის ფიქსირებული ფასების მაღაზიების უმსხვილესი ოპერატორი რუსეთში. რუსეთის ფედერაციის გარდა, კომპანია ოპერირებს საზღვარგარეთ რვა ქვეყანაში: საქართველო, ბელარუსი, უზბეკეთი, ლატვია, ყირგიზეთი, მონღოლეთი, სომხეთი და ყაზახეთი.
2022 წელს კომპანიის შემოსავალმა IFRS-ის მიხედვით შეადგინა 277,6 მილიარდი რუბლი, EBITDA – 54,2 მილიარდი რუბლი, წმინდა მოგება – 21,4 მილიარდი რუბლი.