რუსულმა ძალებმა ხერსონში ბაზარი დაბომბეს, დაიღუპა 6 და დაშავდა 6 ადამიანი

რუსებმა ხერსონში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებასა და ერთ-ერთ ბაზარს საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც 6 ადამიანი დაიღუპა და 6 დაიჭრა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ხერსონის რეგიონალურ პროკურატურასა და უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
პროკურატურის ცნობით, რუსები ხერსონის ცენტრი არტილერიით დაახლოებით დილის 9:00 საათზე დაბომბეს. დარტყმა ადგილობრივი ბაზრისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერების ტერიტორიაზე განხორციელდა.
გავცელებული ინფორმაციით, ექვსი დაშავებულიდან ხუთი საავადმყოფოში გადაიყვანეს.