რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის, 188 დრონი გაუშვეს – უკრაინელებმა 76 დრონი ჩამოაგდეს

რუსებმა უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის, 188 დრონი გაუშვეს, უკრაინელებმა 76 დრონი ჩამოაგდეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსული ძალების მიერ გაშვებული 95 დრონი უკრაინის ტერიტორიაზე გაუჩინარდა, 5 დრონი კი ბელარუსის მიმართულებით გაფრინდა.
„26 ნოემბრის ღამეს ოკუპანტებმა ს „ისკანდერ-მ“ ტიპის ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს. თავდასხმის დროს მტერმა რეკორდული რაოდენობის დრონები გაუშვა“, – აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში.
უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსული ძალების იერიშის შედეგად, კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები, კერძო სახლები და საცხოვრებელი კორპუსები დაზიანდა.