რუსულმა ძალებმა უკრაინას 176 დრონით შეუტიეს, უკრაინელებმა 12 ოლქში 130 დრონი ჩამოაგდეს

რუსეთმა წუხელ ზე თავდასხმა 176 დრონის, მათ შორის Shahed-ის ტიპის დრონების გამოყენებით განახორციელა, – ინფორმაციას უკრაინული მედია საჰაერო ძალების შეიარაღებულ ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, უკრაინელებმა Shahed-ის და სხვა ტიპის 130 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს ხარკოვში, პოლტავაში, სუმიში, ჩერნიგოვში, ჩერკასში, კიევში, კიროვოგრადში, ჟიტომირში, ვინიცაში, დნიპროპეტროვსკში, ზაპორიჟიესა და დონეცკის ოლქებში. ამასთან, 42 დრონმა ორიენტაცია დაკარგა და სამიზნეს ვერ მიაღწია.
რუსებმა უკრაინის წინააღმდეგ დრონები სხვადასხვა მიმართულებიდან გაუშვეს, მათ შორის ს შატალოვოს, მილეროვოს, კურსკის, ბრაიანსკისა და პრიმორსკო-ახტარსკის ტერიტორიიდან და ასევე დროებით ოკუპირებული დან.
უკრაინის საჰაერო ძალებში აცხადებენ, რომ საჰაერო თავდაცვის მძლავრი მუშაობის მიუხედავად, თავდასხმის შედეგად დაზიანდა ობიექტები ხარკოვის, პოლტავასა და ს ოლქებში.