რუსულმა ძალებმა ზე მასშტაბური სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, დაიღუპა სამი და დაშავდა 30-ზე მეტი ადამიანი

ს მიერ ზე დღეს განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილეზე, ალექსეი კულებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისი თქმით, კრივი რიჰში მასიური სარაკეტო თავდასხმის შედეგად განადგურდა სავაჭრო ცენტრი, მაღალსართულიანი შენობები და კერძო სახლები.
კულებას ინფორმაციით, თავდასხმის შედეგების ლიკვიდაცია გრძელდება ქალაქ ნოვომოსკოვსკშიც.
„დაშავებულია 24 ადამიანი, მათგან ხუთი ბავშვია. დაზიანებულია კერძო და საცხოვრებელი კორპუსები. ყველა ადამიანს საჭირო დახმარებას უწევენ“, – აღნიშნა ალექსეი კულებამ.
მისი ინფორმაციით, რუსებმა ხარკოვის ოლქსაც დაარტყეს. ქალაქ ხარკოვში დაზიანდა სამოქალაქო ობიექტები. ადგილზე მობილიზებულია კომუნალური სამსახურები და თავდასხმის შედეგების ლიკვიდაცია გრძელდება.
ამასთან, ქალაქ ზმიევში ნანგრევებიდან ორი ადამიანი გამოიყვანეს. სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.
კულებას ცნობით, რუსულმა ძალებმა დღეს სარაკეტო იერიში მიიტანეს ზაპოროჟიესა და ხმელნიცკის ოლქებზეც.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ ყაველაშვილი – ჩვენ გვინდა, რომ ევროპის ნაწილი ვიყოთ – ამ იმედით უნდა ვიყოთ, რომ ევროპა ჰპოვებს ძალას თავის თავში, რომ გადარჩეს და იყოს ისეთი, როგორც მას შეეფერება ტრადიციულად, საუკუნეების მანძილზე

ირაკლი კობახიძე – ხანუქა არის სიკეთის ბოროტებაზე და სინათლის ბნელზე გამარჯვების დღესასწაული, დღეს ანთებული თითოეული სანთელი ათბობს ადამიანების გულებს და ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად სჭირდება კაცობრიობას