რუსულმა ძალებმა ოდესას დრონებით შეუტიეს, დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები, დაშავდა სამი ბავშვი

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 31 დეკემბრის ღამეს ოდესაზე დრონების გამოყენებით მასშტაბური შეტევა განახორციელეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა, მათ შორის სამი ბავშვი. ერთ-ერთი დაშავებული ბავშვი 7 თვისაა.
„ოდესაში ღამით განხორციელებული თავდასხმის შედეგად ინფრასტრუქტურა და საცხოვრებელი შენობები დაზიანდა“, – განაცხადა ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი ლისაკმა.
მისი თქმით, დაფიქსირდა დარტყმები ქალაქის ორ რაიონში მაღალსართულიან კორპუსებზე.
თავდასხმის შედეგად, რეგიონული ცენტრის ნაწილი ელექტროენერგიის, წყლისა და გათბობის გარეშე დარჩა.

ასევე დაგაინტერესებთ

თენგო თევზაძე: ქოცებისთვის – სულ რომ სადარბაზოებში ჩაცხრილოთ ოპოზიცია ან/და წლებით გამოგვკეტოთ ყველა, თქვენი მომავალი გარკვეულია. თქვენზე ისტორიაც უკვე დაწერილია – მწამებლები, ჯალათები, ეროვნული ინტერესების გამყიდველები და ისტორიული შესაძლებლობის გამფლანგველები ხართ