რუსულმა ძალებმა ოდესას დაარტყეს, დაიღუპა 6 ადამიანი, დაზიანდა უცხო ქვეყნის დროშით მცურავი გემი

რუსებმა ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას დაარტყეს, დაიღუპა 6 და დაშავდა 11 ადამიანი, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
უკრაინის რეკონსტრუქციის საკითხებში ვიცე-პრემიერმა – უკრაინის თემებისა და ტერიტორიების განვითარების მინისტრმა, ალექსეი კულებამ განაცხადა, რომ საოკუპაციო ძალებმა ბალისტიკური იარაღი გამოიყენეს.
მისი თქმით, თავდასხმის დროს დაზიანდა პანამის დროშის ქვეშ მცურავი სამოქალაქო გემი.
„ეს არის მესამე უცხოური გემი, რომელსაც დაესხა ბოლო ოთხი დღის განმავლობაში“, – აღნიშნა კულებამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ომბუდსმენი – მოუგვარებელი სისტემური პრობლემები არ იძლევა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების შესაძლებლობას – მწვავედ დგას სტაციონარული ფსიქიატრიული სერვისების გადატვირთულობის საკითხი