რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქში, ტორეცკი დაბომბეს, არის მსხვერპლი

უკრაინის დონეცკის ოლქის ქალაქ ტორეცკში, რუსული ძალების მიერ განხორციელებული დაბომბვის შედეგად სულ მცირე 1 ადამიანი დაიღუპა და 2 დაშავდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია დონეცკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, რუსებმა ქალაქს საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს და საცხოვრებელ ფართს დაარტყეს.
ორივე დაშავებული სამედიცინო დახმარებისთვის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ასევე დაგაინტერესებთ

რობინ დანიგანი – ვიმედოვნებ, რომ ჩვენს ქვეყნებში სამართლიანი არჩევნები ჩატარდება და მოვლენ ხელისუფლებები, რომლებიც ხალხის ნებასა და სურვილს ასახავენ – ვიმედოვნებ, ქართველ ამომრჩეველს ეცოდინება, რას აძლევს ხმას