რუსულმა „სუ-34”-მა ჩრდილოეთ ოსეთის მთებში კატასტროფა განიცადა

რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების „სუ-34” ტიპის თვითმფრინავი, გეგმური სასწავლო-საწვრთნელი ფრენის დროს, ჩრდილოეთ ოსეთის მთებში ჩამოვარდა, – ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკაში, მთიან ტერიტორიაზე, თვითმფრინავი გეგმური სასწავლო-საწვრთნელი ფრენის დროს ჩამოვარდა“, – აცხადებენ ს თავდაცვის სამინისტროში.
უწყების ცნობით, თვითმფრინავის ეკიპაჟი დაიღუპა.
რუსული მედიის ინფორმაციით, “სუ-34”-ის ბორტზე ორი პილოტი იმყოფებოდა.
წინასწარი შეფასებით, თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზი ტექნიკური გაუმართაობაა.

ასევე დაგაინტერესებთ