„რუსულმა რეჟიმმა პირველი მუშტი ცხვირში სწორედ 9 აპრილს უნდა მიიღოს“ – ზვიად ცეცხლაძის მამა

„რუსულმა რეჟიმმა პირველი მუშტი ცხვირში სწოედ 9 აპრილს უნდა მიიღოს“, – ამის შესახებ სინდისის პატიმრის, ზვიად ცეცხლაძის მამა საუბრობს.
ზურაბ ცეცხლაძე ამბობს, რომ არალეგიტიმურ მთავრობას მორალური უფლება არ აქვს, 9 აპრილს დაღუპული გმირების მემორიალს მიუახლოვდეს და ამიტომ, მოქალაქეებმა მათ ამის საშუალება არ უნდა მისცენ.
„დღეს გვყავს ქვეყანაში რუსული რეჟიმი და რუსულმა რეჟიმმა პირველი მუშტი ცხვირში უნდა მიიღოს 9 აპრილს ზუსტად. იმ დღეს, როცა უვერაგესმა მტერმა ჩვენი თანატოლები, უფრო პატარები, აჩეხა ჩვენს ქვეყანაში. სწორედ ამ დღეს უნდა იგრძნოს პირველ წინააღმდეგობა და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, ვინაიდან მორალური უფლება არ აქვთ, მიუახლოვდნენ 9 აპრილის მემორიალს, ფიზიკურადაც ვერ შეძლონ ეს და ვერ მიუახლოვდნენ მემორიალს, – ამბობს ზურაბ ცეცხლაძე.
პროევროპული აქციებისას დაკავებულების მშობლები და ოჯახის წევრები ახალ საზოგადოებრივ მოძრაობას: „სინდისის პატიმრების თავისუფლებისთვის“ ქმნიან. ახლად შექმნილი მოძრაობა 8 აპრილს ღამეს პარლამენტის წინ გაათენებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლალი მოროშკინა: რაო? პირადად ბიძინა ივანიშვილს და “ოცენებას” ჰააგაში გასამართლებით ემუქრებით? მეტის ღირსი ვართ, რომ 2012წელს უკანალში შერჭობილი თავები ამოგაყოფინეთ!!! ასე იცის ზედმეტმა დემოკრატიამ!!!

საბა ბუაძე – „ქართული ოცნება“ ეუთოს მისიას ყელმოღერებით პრეტენზიებს რომ უცხადებს, თავად რა გააკეთეს ფაქტების გამოკვლევისთვის და დამნაშავეების დასჯისთვის? – გამოიძიეს ვინ იყვნენ პირუტყვები, რომლებმაც ახალგაზრდებს სისხლიანი დღეები მოუწყვეს?