რუსულმა პოლიციამ ძებნა გამოაცხადა გოგონებზე, რომლებმაც სოჭში აალებული ნავთობსაცავის ფონზე ვიდეო გადაიღეს.
ადგილობრივი მედია წერს, რომ კადრი ცინიკური იყო და მან მოსახლეობის აღშფოთება გამოიწვია.
ტელეგრამ არხებზე ვრცელდება ძებნის დაწყების შესახებ გაცემული ბრძანებაც, იძებნებიან 2005 წელს დაბადებული კარინა ოშკურკოვა და 2004 წელს დაბადებული დარია ლოსკუტოვა, დოკუმენტს ხელს სოჭის პოლიციის მაიორი ფროლოვი აწერს.
სოჭის ნავთობბაზას ცეცხლი უკრაინული დრონების დარტყმის შედეგად გუშინ გაუჩნდა, რეგიონის გუბერნატორის განცხადებით ხანძრის ჩაქრობას 120-ზე მეტი მეხანძრე ცდილობდა.