რუსულმა პლატფორმამ Wildberries საქართველოში საქონლის გაყიდვა და მიწოდება დაიწყო

რუსულმა ონლაინ გაყიდვების კომპანია Wildberries- მა საქართველოსი საქონის გაყიდვა და მიწოდება ფრანჩიზის მქონე ქართული პარტნიორი კომპანიის მეშვეობით დაიწყო.
სექტემბერში საქართველოში მიტანის სერვისი აამოქმედა რუსულმა ონლაინ გაყიდვების კომპანია OZON-მა.
კომპანია Wildberries 2004 წლის ვლადისლავ და ტატიანა ბაკალჩუკებმა დააფუძნეს. მეუღლეებს შორის არსებული კონფლიქტის შესახებ ცნობილი გახდა მიმდინარე წლის ზაფხულში, მას შემდეგ, რაც Wildberries-ისა და უმსხვილესი გარე რეკლამის ოპერატორის Russ Group-ის შერწყმის შესახებ იქნა მიღებული გადაწყვეტილება. ტატიანა ბაკალჩუკმა, რომელიც Wildberries-ის 99 პროცენტს ფლობდა, განქორწინება მოითხოვა. მისმა ქმარმა განაცხადა, რომ კომპანია მიმტაცებლების ხელში აღმოჩნდა.
Wildberries-სა და Russ-ის შერწყა პირადად მოიწონა ს პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა. ბაკალჩუკის მხარდამჭერი პოზიცია გამოხატა ჩეჩნეთის ხელმძღვანლემა რამზან კადიროვმა. Russ-ის შესაძლო ბენეფიციარად გამომძიებელი ჟურნალისტები ასახელებდნენ მილიარდერ სულეიმან ქერიმოვს.
18 სექტემბერს Wildberries-ის ოფისში სროლა იყო, როცა იქ შესვლას ცდილობდა ვლადისლავ ბაკარჩუკი დაცვის თანხლებით, ადგილზე მოკლეს დაცვის ორი წევრი – იგუშეთის მოქალაქეები. საქმეზე 30 ადამიანი დააკავეს, მათ შორის ვლადისლავ ბაკალჩუკი, რომელიც მალე გაათავისუფლეს.
რამზან კადიროვმა, კომპანიის მოსკოვის ოფისში მომხდარი სროლის კომენტირებისას განაცხადა რომ ეს იყო „ხალხის დაპირისპირების მცდელობა საყოფაცხოვრებო ნიადაგზე“. 9 ოქტომბერს ჩეჩნეთის ხელმძღვანელი დაღესტნის წარმომადგენელს რუსეთის ფედერაციის საბჭოში სულეინამ ქერიმოვს და იმავე რესპუბლიკიდან სახელმწიფო დუმის დეპუტატს რიზვან ქურბანოვს სისხლის აღებით დაემუქრა. მუქარა იმ შემთხვევაში აღსრულდება, თუ დეპუტატები ვერ დაამტკიცებენ თავიანთ უდანაშაულობას კადიროვის მკვლელობის მცდელობის შეკვეთაში, რაც მან თავად განაცხადა. ჩეჩნეთის მეთაური სისხლია აღებით დაემუქრა ინგუშეთის დეპუტატს, ბეხან ბარახოევსაც ყოველგვარი პირობების გარეშე.
ში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ რუსეთიდან საქართველოში საცხოვრებლად გადმოვიდა ათობით ათასი რუსეთის მოქალაქე. ათასი მათგანი საქართველოში მეწარმედ დარეგისტრირდა და შეიძინა უძრავი ქონება, მათმა ნაწილმა საქართველო სავარაუდოდ უკვე დატოვა, ამას მოწმობს რუსეთიდან ფულადი გზავნილების შემცირება.
საქართველოს კანონმდებლობა რუსეთის მოქალაქეებს საშუალებას აძლებს რეგისტაციის გარეშე 12 თვის განმავლობაში იცხოვრონ, ქვეყანაში ყოფნის ვადის გასანულებლად საკმარისია ერთი დღით საზღვრის კვეთა და უკან დაბრუნება.

ასევე დაგაინტერესებთ