რუსულმა ონლაინ გაყიდვების კომპანია OZON-მა საქართველოში მიტანის სერვისი დაამატა

რუსულმა ონლაინ გაყიდვების კომპანია OZON-მა საქართველოში მიტანის სერვისი აამოქმედა. საქართველოში გაყიდვების დაწყების თაობაზე „ოზონის“ ვებ-საიტზე გამოქვეყნებულ პრესრელიზში წერია, რომ „რესპუბლიკის მცხოვრებლებს ონლაინმარკეტში სხვადასხვა კატეგორიის 50 მლნ-ზე მეტი დასახლების საქონლის შეძენა შეუძლიათ“. მიტანას, პირველ ეტაპზე 14 დღე დასჭირდება, პროდუქციის მიღება კი პარტნიორი კომპანიების გაცემის პუნქტებში ან საკურიერო მომსახურების მეშვეობით შეეძლებათ.

Ozon-თან საქართველოში გამცემი პუნქტებით კომპანიები GBS Export და Georgia CB -ის თანამშრომლობენ.

კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით შეკვეთის მაქსიმალური ღირებულება 90 ევრო უნდა იყოს, მაქსიმალური წონა 29.7 კგ, გაბარიტი კი 120 × 80 × 50 – სმ.

შეკვეთის მიღება საქართველოს შემდეგ ქალაქებშია შესაძლებელი თბილისი, , ქუთაისი, , ზუგდიდი რუსთავი. ხაშური, ბორჯომი, ამბროლაური, ომი და ოზურგეთი.

„ოზონი“ 2021 წლიდან ავითარებს ბიზნესს დსთ-ს ქვეყნებში. კომპანია ბიზნესსა და ინფრასტრუქტურას ფლობს ბელარუსში, სომხეთში, ყაზახეთში, ყირგიზეთსა და უზბეკეთში.

2022 წლის აპრილში “ოზონის” გენერალური დირექტორი ალექსანდრ შულგინი ევროკავშირის სანქციების სიაში შეიყვანეს, რის შემდეგაც მან თანამდებობა დატოვა. 2023 წლის სექტემბერში ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირის საერთო იურისდიქციის სასამართლომ ლუქსემბურგში, მიიღო გადაწყვეტილება შულგინის წინააღმდეგ სანქციების გაუქმების შესახებ.

მანამდე მედიაში გამოჩნდა ინფორმაცია რუსული ონლაინვაჭრობის ქსელის Wildberries-ის დაინტერესებაზე საქართველოში ოპერირებასთან დაკავშირებით, თუმცა კომპანიას საქართველოში ვაჭრობა რა დაუწყია.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ რუსეთიდან საქართველოში საცხოვრებლად გადმოვიდა ათობით ათასი რუსეთის მოქალაქე. ათასი მათგანი საქართველოში მეწარმედ დარეგისტრირდა და შეიძინა უძრავი ქონება, მათმა ნაწილმა საქართველო სავარაუდოდ უკვე დატოვა, ამას მოწმობს რუსეთიდან ფულადი გზავნილების შემცირება.

საქართველოს კანონმდებლობა რუსეთის მოქალაქეებს საშუალებას აძლებს რეგისტაციის გარეშე 12 თვის განმავლობაში იცხოვრონ, ქვეყანაში ყოფნის ვადის გასანულებლად საკმარისია ერთი დღით საზღვრის კვეთა და უკან დაბრუნება.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)