რუსულმა კლუბმა კალათბურთში კოლუმბიას 155:53 მოუგო, მაგრამ კოლუმბია ტურნირზე არც მიუწვევიათ

რუსეთში, პერმში ჩატარებულ კალათბურთის „მეგობრობის თასზე“ უცნაური შემთხვევა მოხდა – ს კალათბურთის ფედერაციის ცნობით, ადგილობრივი კლუბი „პარმა“ კოლუმბიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდა და დამანგრეველი ანგარიშით, 155:53 დაამარცხა.
ფედერაციის გამოქვეყნებულ მასალაში ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ხორხე ვარკესის კომენტარიც იყო, რომელმაც აღნიშნა, რომ რუსულ კლუბთან თამაში „საინტერესო გამოცდილება იყო“.
თუმცა, როგორც „მედუზა“ აღნიშნავს, მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ კოლუმბიის ნაკრები ტურნირზე არ ყოფილა. ნაკრების სახელით მოასპარეზე მოთამაშეები, დიდწილად, მოყვარული კალათბურთელები ყოფილან, ხოლო ნაკრების მთავარი მწვრთნელის სახელი ხორხე ვარკესი არაა.
კოლუმბიის კალათბურთის ფედერაციამ კი განაცხადა, რომ საერთოდ არ მიუღია მიწვევა ტურნირზე და აპირებს, მისი სიმბოლიკის უნებართვოდ გამოყენებისთვის სასამართლოში იჩივლის.

ასევე დაგაინტერესებთ

მათე დევიძე – ჯერ მოძალადე მეძახეს, მერე ქვეყნის დამქცევი, მერე მოღალატე და ახლა უცებ შემიბრალონ? – ნებისმიერი შემოთავაზებული შეღავათი იქნება უარყოფილი – ჩემი ბრძოლა იქნება ბოლომდე, უკანასკნელ ამოსუნთქვამდე

ზურაბ ჯაფარიძის საქმის პროკურორი – გირაოსა და დამატებითი ღონისძიების პირობებში სრულად იქნება უზრუნველყოფილი ბრალდებულის სათანადო ქცევა – კომპენსირების გარეშე შესაძლებელია საფუძველიც კი ყოფილიყო, მოგვეთხოვა პატიმრობა