რუსულმა დასანქცირებულმა “სბერბანკმა” საქართველოში ფულის გადმორიცხვის შესაძლებლობა დაამატა

რუსეთის უმსხვილესმა ბანკმა “სბერნბანკმა” მომხმარებლებს საქართველოში საბანკო ანგარიშზე IBAN-ით გადმორიცხვის საშუალება მისცა – ამის შესახებ ინფორმაციას რუსი ბლოგერი, ნიკოლაი ლევშიცი ავრცელებს.
მისივე ცნობით, “სბერბანკიდან” საქართველოში ფულის გადმორიცხვის ფაქტი უკვე დადასტურდა. ბლოგერი წერს, რომ პროგრამაში ქვეყანა მას შემდეგ გამოჩნდა, რაც აპლიკაცია განახლდა.