რუსულმა ბანკებმა განგაში ატეხეს, რადგან მათ ბალანსზე უიმედო ვალი ტრილიონობით რუბლს შეადგენს – გოგიტა სურამელაშვილი

რუსულმა ბანკებმა განგაში ატეხეს უიმედო ვალების დონით, – ამის შესახებ საერთაშორისო ეკონომიკის ანალიტიკოსი გოგიტა სურამელაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„ისინი აღნიშნავენ, რომ კორპორატიული და საცალო კლიენტების დიდი რაოდენობა, მაღალი საპროცენტო განაკვეთების გამო, ვერ ახერხებს სესხების დაფარვას – წერს Bloomberg.
რუსული ბანკების ბალანსებზე უიმედო ვალი ტრილიონობით რუბლს შეადგენს. რუსი ბანკირები მიიჩნევენ, რომ ს ეკონომიკის პერსპექტივა უარესდება და უახლოეს პერიოდში, საბანკო სისტემას სერიოზული გამოწვევები ექნება.
სიტუაციას ართულებს რუსეთის ცენტრალური ბანკის რეკომენდაცია კომერციული ბანკებისადმი, რათა მათ მოახდინონ გადახდის უუნარო კომპანიების ვალების რესტრუქტურიზაცია.
რუსი ბანკირები ქვეყანაში არსებულ ვითარებას სახიფათოდ აფასებენ და აღნიშნავენ, რომ თუ სიტუაცია არ გამოსწორდა, 2026 წელს ქვეყნის ფინანსურ სექტორში კრიზისის რისკი მაღალია“, – წერს სურამელაშვილი.