რუსული Red Wings თბილისიდან მოსკოვში დაგეგმილზე პატარა თვითმფრინავით მიფრინავს

რუსული ავიაკომპანია რედ ვინგის იძულებულია თბილისიდან მოსკოვისკენ რეისი (WZ-560) იმაზე პატარა თვითმფრინავით შეასრულოს, ვიდრე ეს დაგეგმილი ჰქონდა. შესაბამისად მგზავრების ნაწილი, ვისაც ბილეთები შეძენილი ჰქონდა, მოსკოვში ვერ გაფრინდება.
საუბარია დღეს, 3 მარტს დღის პირველს ნახევარში დაგეგმილ ფრენაზე.
ს სამთავრობო მედიასაშუალება TASS-ის ინფორმაციით, ავიაკომპანია მგზავრებს, რომლებიც რეისზე ვერ მოხვდებიან, კომპენსაციებს, ბილეთების გადაცვლას და სხვა სახის სერვისებს სთავაზობს.
მიზეზი თუ რატომ მოუწია ავიაკომპანია თვითმფრინავის შეცვლა, ჯერჯერობით ცხადი არ არის.
ს გადაწყვეტილებით, საქართველოსთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე შეზღუდვა 2023 წლის 15 მაისს მოიხსნა. ამავე დღეს გაუქმდა რუსეთში მოგზაურობის მიზნით საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი.
რუსულ ავიაკომპანიებსა და თვითმფრინავებს უსაფრთხოების კუთხით განსაკუთრებული პრობლემები შეექმნათ ში შეჭრის გამო სანქციების დაწესების შემდეგ. დასავლურ ავიაკომპანიებსა და მწარმოებლებს აეკრძალათ ნებისმიერი სახის მომსახურების გაწევა რუსული კომპანიებისთვის, ასევე აიკრძალა მათთვის სათადარიგო ნაწილების მიწოდება.

ასევე დაგაინტერესებთ

სუს-ი – რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, სოფელ ფლავისმანის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული ძმები – ტარიელ და ლეონიდე თენაძეები უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლდნენ

ნატო ჩხეიძე: ბევრ კითხვას ბადებს მისი ეს წასვლა – ამბობს ქალაქის მერი აშშ ელჩის განცხადებაზე… წარმოვიდგინოთ იგივე ფრაზებს როგორ იტყოდა იგივე მერი შსს მინისტრის გომელაურის წასვლაზე…