რუსეთისა ჯარები ხარკოვის ოლქის ქალაქ კუპიანსკის დაპყრობასა და მდინარე ოსკოლ-შევცოვის მარცხენა სანაპიროს საზღვრამდე გასვლას ცდილობენ, – ამის შესახებ რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის დილის ეთერში უკრაინის გვარდიის მოიერიშე ბრიგადის (“ფოლადის სალტის”) პრესსამსახურის უფროსმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ივან შევცოვმა, განაცხადა
მისივე თქმით, ამ მართულებაზე რუსი სამხედროები ცდილობენ აღადგინონ ის დიდი დანაკარგი, რომელსაც ფაქტობრივად ყოველ დღე განიცდიან.
„ თითქმის ყოველდღე კუპიანსკი-ლიმანის მიმართულებით, რუსეთის ფედერაცია კარგავს 200-დან 300-მდე სამხედრო მოსამსახურეს და დაახლოებით 20 ერთეულ სამხედრო ტექნიკას”, – განაცხადა შევცოვმა..
სამხედრომ აღნიშნა, რომ რუსეთის არმია ექვსი თვის განმავლობაში ცდილობს ლიმან-კუპიანსკის მიმართულების ამ ნაწილის ხელში ჩაგდებას. იმის გამო, რომ ხარკოვის რეგიონის სასაზღვრო დასახლებები ყოველდღიურად არტილერიით იბომბება, შევცოვის აზრით, უნდა მოხდეს ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია .
გასული წლის დეკემბერში, ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ, რომ რუსეთის არმიამ მიიღო დავალება, რათა ხელთ იგდოს ავდეევკა და კუპიანსკი რუსეთის ფედერაციაში საპრეზიდენტო არჩევნებამდე, რომელიც 2024 წლის მარტში გაიმართება.