რუსული წყაროები, კურსკის ოლქში უკრაინის ახალი შეტევის შესახებ იუწყებიან

რუსი სამხედრო პროპაგანდისტული ბლოგერები Telegram არხებზე დღეს დილიდან, კურსკის რეგიონში უკრაინის შეიარაღებული ძალების წინსვლის ახალი მცდელობის შესახებ წერენ.

იუწყებიან, რომ უკრაინელი ჯარისკაცები საზღვრის გარღვევას სოფელ ტიოტკინოს მახლობლად ცდილობენ, რომელიც საზღვართან მდებარეობს. ზოგიერთის ცნობით, შეტევა მიმდინარეობს სამხრეთ-აღმოსავლეთით, სოფელ ნოვი პუტთანაც. დარტყმების შედეგად კი, სოფელ ზვანოეში მდინარეზე გამავალი ხიდი განადგურდა.

Telegram არხები იუწყებიან, რომ რუსმა სამხედროებმა საინჟინრო მანქანები და სხვა ტექნიკა დაბომბეს. ადგილობრივები კი, თავის მხრივ, აღნიშნავენ უკრაინული დრონების გაზრდილ აქტივობას რუსეთის ტერიტორიაზე.

შესაძლო ახალი შეტევის თაობაზე, კიევს ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.

აპრილის ბოლოს, რუსეთის გენერალური შტაბის უფროსმა ვალერი გერასიმოვმა პუტინს კურსკის ოლქის “გათავისუფლება” უპატაკა, თუმცა, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი აცხადებს, რომ რუსეთის განცხადებები რეალობას არ შეესაბამება.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)