რუსული წყაროების ცნობით, პრეზიდენტ ტრამპის სპეცწარმომადგენელი უიტკოფი მოსკოვშია

6 აგვისტოს დილით მოსკოვში დაეშვა თვითმფრინავი, რომელშიც სავარაუდოდ, იმყოფება -ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი. ამის შესახებ რუსული სააგენტო „ტასი“ წერს ავიადისპეტჩერებზე დაყრდნობით.
მანამდე გამოცემა „რბკ“ ავიამიმოსვლის მონიტორინგის სერვისის, FlightRadar-ის მონაცემებზე დაყრდნობით წერდა, რომ თვითმფრინავი Bombardier Global 7500, რომელშიც სავარაუდოდ, უიტკოფი იმყოფება, ს საჰაერო სივრცეში დაახლოებით დილის ექვსი საათისთვის შევიდა.
თვითმფრინავი, რომელიც ფლორიდიდან გამოფრინდა, მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში დაეშვა.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 3 აგვისტოს განაცხადა, რომ მისი სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი რუსეთში 6, ან 7 აგვისტოს ჩავა.
4 აგვისტოს კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ამ კვირაში პრეზიდენტ პუტინის და უიტკოფის შეხვედრა გამორიცხული არ არის.
5 აგვისტოს დასავლეთის მედიასაშუალებები იუწყებოდნენ, რომ უიტკოფი პუტინს 6 აგვისტოს შეხვდება.
ფორუმი