ოკუპირებულ ოჩამჩირეში რუსული ფლოტის განთავსება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას კიდევ ერთხელ ხელყოფს. ოკუპაციასთან “ქართული ოცნების” შემრიგებლური და ქვეყნის ეროვნული ინტერესების დამაზიანებელი დუმილის ფონზე საქართველოს ტეროტორიაზე რუსული ბაზის გახსნასთან დაკავშირებით პირველ განცხადებას აკეთებს NATO-ს გენერალური მდივანი. იენს სტოლტენბერგი აქცენტს კრემლის შორს მიმავალ მიზნებზე აკეთებს და ამბობს, რომ აგრესორი სახელმწიფო მზად არის ყველა ბერკეტი გამოიყენოს დომინანტობის შესანარჩუნებლად.