რუსული ტრენაჟორები გმირთა მემორიალის ნაცვლად – კასპის მერია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეს ცენტრში მდებარე სკვერი, რომელიც მოსახლეობის თავშეყრის ერთადერთი ადგილი და მოუწყობელი ტერიტორია იყო მუნიციპალიტეტის მერიამ ადგილობრივების თხოვნით სრულიად განაახლა და კეთილმოაწყო. პროექტის ფარგლებში აღდგენილ იქნა სკვერში არსებული ომის ვეტერანთა მემორიალიც. სკვერის მოპირდაპირე მხარეს ღია სივრცეში განთავსებული იყო 9 აპრილს დაღუპულთა და აფხაზეთის ომში გარდაცვლილი გივი მიქუტიშვილის ხსოვნის აღმნიშვნელი მცირე მემორიალური დაფები. ვინაიდან სკვერში ომის ვეტერანთა მემორიალიც აღდგა მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ სამივე დაფა გადატანილი იყოს სკვერში, ხოლო არსებული ადგილი გამოყენებული ყოფილიყო სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის, რომელსაც სოფლის ახალგაზრდები ითხოვდნენ. მოთხოვნის შესაბამისად დაფები ამოღებულია აღნიშნული ადგილიდან და მოეწყობა სკვერში ომის ვეტერანთა მემორიალის მიმდებარედ, რომელიც არის შემოღობილი, დაცული და კეთილმოწყობილი. ოპოზიციური ტელევიზიების მიერ აღნიშნული ფაქტი გამოყენებული იქნა ნეგატიურად, რამაც საქმის კურსში არმყოფი მოსახლეობის ნაწილის გაღიზიანება გამოიწვია, – წერია განცხადებაში.