“რუსული სიგიჟის კიდევ ერთი გამოვლინება – მხოლოდ პუტინისნაირ გიჟებს შეუძლიათ ხალხის ასე ხოცვა” – ზელენსკი

ფოტოკოლაჟი – მთავარი არხი
რუსული ძალები ხარკოვის ერთ-ერთ რაიონში სამშენებლო ჰიპერმარკეტს დაესხნენ თავს. ხანძრის ამსახველ ვიდეოკადრებს უკრაინის პრეზიდენტი ავრცელებს და წერს, რომ წინასწარი მონაცემებით, თავდასხმის დროს ობიექტში 200-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა. დაბომბვის შედეგად გაჩენილი ცეცხლი 10000 კვ.მ. ფართობზე გავრცელდა. ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური, რომლებიც ადამიანების გადარჩენასა და ხანძრის ჩაქრობას ცდილობენ.
წინასწარი მონაცემებით, არიან დაღუპულები და დაშავებულები. რაოდენობა ზუსტდება.
“ხარკოვზე ეს თავდასხმა რუსული სიგიჟის კიდევ ერთი გამოვლინებაა. მხოლოდ პუტინისნაირ გიჟებს შეუძლიათ ხალხის ასე ხოცვა და დატერორება ასეთი საზიზღარი გზით. უკვე ცნობილია, რომ არიან დაჭრილები და გარდაცვლილები. ვუსამძიმრებ ოჯახს და მეგობრებს. ყველა დაზარალებულს გაუწევენ საჭირო დახმარებას. როდესაც ჩვენ ვეუბნებით მსოფლიო ლიდერებს, რომ ს სჭირდება საკმარისი საჰაერო თავდაცვა, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ საჭიროა რეალური გადაწყვეტილების მიღება – მივიღოთ უფლება დავიცვათ ჩვენი ხალხის სიცოცხლე ეფექტურად, რათა რუსი ტერორისტები ვერც კი მიუახლოვდნენ ჩვენს საზღვრებს – ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე, თუ როგორ ავიცილოთ მსგავსი ტერორისტული თავდასხმები. მადლობას ვუხდი ლიდერებს, რომლებიც ნამდვილად გვიჭერენ მხარს, რომლებიც ნამდვილად ხედავენ, რომ უკრაინის მხარდაჭერის ყოველი გადაწყვეტილება არის სიცოცხლის დაცვისა და გადარჩენის გადაწყვეტილება.” ამბობს ზელენსკი.

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლოდიმირ ზელენსკი – ჩვენი ამოცანაა გარანტირებული იყოს უკრაინისთვის მყარი მშვიდობა, გრძელვადიანი უსაფრთხოება – მყარი მშვიდობა მხოლოდ სუვერენიტეტისა და ტერიტორიებით ვაჭრობის გარეშე

პრეზიდენტი კითხვაზე იქნება თუ არა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი – ცხოვრებაში რომ არაფერია გამორიცხული, ეს არის ის ძნელი გაკვეთილი, რაც ვისწავლე წლების მანძილზე – პრემიერობის კანდიდატი შერჩეული მყავს