რუსული საწვავით დატვირთულმა კუბისკენ მიმავალმა ტანკერმა კურსი იცვალა

ჰონგ-კონგის დროშით მცურავმა ტანკერმა, რომელსაც კუბის მიმართულებით რუსული საწვავი მიჰქონდა, კურსი ტრინიდადისა და ტობაგოსკენ იცვალა. ხომალდების გადაადგილების კონტროლის სერვისის, LSEG-ის მონაცემებით, გემი დანიშნულების ადგილს 23 მარტს მიაღწევს.
ეს მნიშვნელოვანი დარტყმაა კუბის ენერგეტიკული მდგომარეობითვის. კუნძულოვანი სახელმწიფო საჭირო საწვავის 40% თავად აწარმოებს, დანარჩენს კი ვენესუელისგან, რუსეთისგან და მექსიკისგან ყიდულობდა. მას შემდეგ, რაც -მ ვენესუელაში სპეცოპერაცია ჩაატარა და ნიკოლას მადურო დააკავა, კუბამ ერთ-ერთი უმსხვილესი ენერგომიმწოდებელი დაკარგა. კუნძულთან მიმართებით გაიზარდა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წნეხიც, მას შემდეგ, რაც -ს პრეზიდენტმა გამოაცხადა, რომ ქვეყნებს, რომლებიც კუბას ნავთობს მიაწვდიდნენ, მაღალ ტარიფებს დაუწესებდა. კუნძული ფაქტობრივად ენერგეტიკულ ბლოკადაში მოექცა.
კრიზისის შედეგად კუბაზე ელექტროენერგიის მიწოდება პერიოდულად წყდება. LSEG-ის მონაცემებით, წელს მის პორტებში ნავთობით დატვირთული მხოლოდ ორი ტანკერი შევიდა.
კუბა ელის რუსული ნავთობით დატვირთულ კიდევ ერთ ხომალდს – ანატოლი კოლოდკინს, რომელიც რუსეთის დროშით ცურავს. ეს ტანკერი დანიშნულების ადგილამდე დაახლოებით 8 დღეში უნდა მივიდეს. ხომალდზე 730 000 ბალერის ოდენობის საწვავია განთავსებული, რაც კუბას რამდენიმე კვირის განმავლობაში ეყოფა.