რუსეთის მხრიდან შესაძლო საზღვაო ოპერაციებისგან თავდასაცავად შვედეთმა ორი წყალქვეშა ნავის მშენებლობა დაიწყო. A26 ტიპის 66 მეტრიანი წყალქვეშა ნავები სახელწოდებით – Blekinge და Skåne, 2027 და 2028 წლებში გაეშვება ექსპლუატაციაში და ოთხ არსებულ წყალქვეშა ნავთან ერთად, საბრძოლო მოვალეობას შეასრულებენ ბალტიის ზღვაში. ეს იქნება შვედეთის მიერ აშენებული პირველი წყალქვეშა ნავები 1990-იანი წლების შუა პერიოდის შემდეგ.
სამშენებლო სამუშაოებს კარლსქრონაში მდებარე გემთმშენებლობის ქარხანაში მიმდინარეობს.
შვედეთი არ არის ერთადერთი ჩრდილოეთ ევროპის ქვეყანა, რომელიც დაინტერესებულია წყალქვეშა ფლოტის მოდერნიზებით. ნორვეგიამ ახლახან შეუკვეთა 4 ახალი წყალქვეშა ნავი გერმანული კონცერნ ThyssenKrupp Marine Systems-ს, ხოლო დანიამ, რომელმაც 2004 წელს უარი თქვა საზღვაო ფლოტზე, ახლა მისი დაბრუნების სურვილი გამოთქვა.
შვედეთის შეშფოთება ზღვიდან მოსალოდნელ საფრთხეებზე იქიდან გამომდინარეობს, რომ ბოლო დროს დაუდგენელი წყალქვეშა ნავები რამდენჯერმე აღმოჩნდნენ მის ტერიტორიულ წყლებში; 2022 წელს აფეთქება მოხდა Nord Stream გაზსადენზე შვედეთის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში, ხოლო გასულ წელს დაზიანდა ესტონეთთან დამაკავშირებელი წყალქვეშა კომუნიკაციები.