რუსული სატვირთო მანქანები, “გაი” და ჩხრეკა – რაზე ხუჭავს თვალს ოცნება და რატომ? – DRI–ის სკანდალური განცხადება

არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი” (DRI) ეჭვს გამოთქვამს ოკუპირებული ს ტერიტორიის შესაძლო გამოყენებაზე ში მიმდინარე ომის ფონზე რუსეთზე დაკისრებული სანქციების გვერდის ავლის მიზნით.
DRI-მ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ მათი საკონტაქტო პირების ინფორმაციით, გასულ კვირას ოკუპირებულ გალის რაიონში, ენგურს გაღმა, სამეგრელოს მიმართულებით და უკან, შეინიშნებოდა რუსულნომრიანი სატვირთო მანქანების აქტიური მოძრაობა.
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის საკონტაქტო პირების ინფორმაციით, გასულ კვირას გალის რეგიონში ენგურს გაღმა საქართველოს მიმართულებით და უკან, რუსულ ნომრიანი სატვირთო მანქანების აქტიური მოძრაობა შეინიშნებოდა. მანქანების ნაწილს ენგურის ხიდამდე აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო ავტოინსპექციის (ე.წ. გაის) მანქანები აცილებდნენ. გარდა ამისა, სატვირთო მანქანები ე.წ. სასაზღვრო გამშვებ პუნქტს მოსკოვის დროით საღამოს 7 საათის შემდეგ კვეთდნენ, მას შემდეგ, რაც რუსული და აფხაზური მხარის მიერ მოძრაობა ყველა სხვა მოსარგებლისთვის, უპირველეს ყოვლისა, გალის რეგიონის მაცხოვრებლების აკრძალულია. აფხაზეთის დე ფაქტო და ს უშიშროების სამსახურები ადგილობრივ მაცხოვრებლებს ჩხრეკენ იმის გამოსარიცხად, რომ მათ ამ სატვირთო მანქანების მოძრაობა ფოტო და ვიდეო მასალაზე არ აღუბეჭდავთ. მოცემულ ვითარებაში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის და „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ვოლსკის რუსეთის ხელისუფლებასთან დაახლოებულ ბიზნესმენთან დავით ხიდაშელთან შეხვედრის და მათი საუბრის დეტალების ქართულ მედიაში გახმაურებამ, კიდევ ერთხელ წამოწია საკითხი, თუ რა მიზნებს ემსახურება საქართველოს ხელისუფლების მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიის გავლით რუსეთიდან თუ რუსეთის მიმართულებით ტვირთის მოძრაობაზე თვალის დახუჭვა. „ქართული ოცნების“ მესვეურებმა შეიძლება ეს ნეგატიური ტენდენცია რუსეთთან ტვირთბრუნვის გაზრდის გზით საქართველოს ეკონომიკის აღმავლობად, ანდა სულაც აფხაზეთის საქართველოში ინტეგრირების პოლიტიკად წარმოაჩინონ. თუმცა, საღი აზრი მოითხოვს იმის გათვალისწინებას, რამდენად მოწადინებულია რუსეთი და მით უფრო მისი სატელიტი აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა საქართველოს ინტერესებით იხელმძღვანელონ? ცხადია, აქ ერთადერთი ლოგიკური დასკვნა ისაა, რომ საქართველოს ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალა რუსეთთან თანამშრომლობისას მხოლოდ თავისი ვიწრო ინტერესებით ხელმძღვანელობს. ამ კონტექსტში, რიტორიკული კითხვა ჩნდება, რამდენად განსხვავდება საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა მის მიერ რუსეთის მარიონეტულ რეჟიმად მონათლული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებისგან,” – წერს არასამთავრობო ორგანიზაცია.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ღამბაშიძე: ოღონდ აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს ოცნებამაც იცის და რა თქმა უნდა ხვალიდან გადაფსიხდება და კაცმა არ იცის კიდევ რა კანონებს მიიღებს და კიდევ რა გზით ეცდება ჩვენს გაჩუმებას