ღამით, კრივოი როგზე რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაზიანდა სავაჭრო ცენტრი და ათეულობით საცხოვრებელი სახლი.
უკრაინის შსს-ს ცნობით, ერთ-ერთი სახლის ნანგრევების ქვეშ სამ ადამიანს ეძებენ.
ამ დროისთვის ცნობილია, რომ ერთი ადამიანი დაშავდა ნამსხვრევებით.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქალაქის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, არ მუშაობს ტროლეიბუსები და ტრამვაი. უცნობია უკავშირდება თუ არა კრივოი როგში ელექტროენერგიის გათიშვა სარაკეტო თავდასხმას.
ქალაქში მდგომარეობას უამინდობა და ყინვაც ართულებს.