რუსული სამხედრო გემი ოკუპირებულ აფხაზეთში, ოჩამჩირის პორტში

დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში – ოჩამჩირის პორტში რუსული გემის შესვლასთან დაკავშირებით “ქართული ოცნების” ხელისუფლება ამ დრომდე დუმს. სოციალურ ქსელში კი ოჩამშირის პორტში დრონით გადაღებული კადრები ვრცელდება. ასევე ტერიტორიაზე რუსული გემის შესვლა უკრაინის ყურადღების ქვეშ მოექცა. მაშინ როდესაც საქართველოს ხელისუფლება დუმს, უკრაინელი ექსპერტები საუბრობენ იმაზე, რომ ეს საყურადღებო ფაქტია, რადგან თუკი ოჩამჩირის პორტში ასეთი გაბარიტების ხომალდი შევიდა, არ არის გამორიცხული, რომ იქ მალე მსგავსი გაბარიტების რაკეტმზიდი ხომალდებიც შეიყვანონ. ინტერნეტგამოცემა „ნავალ ნიუსის“ ცნობით, ს ფლოტის სამხედრო გემი რუსეთის მიერ ოკუპირებული ს პორტში ნოვო-როსიისკიდან შევიდა, სადაც ის უკანასკნელად 28 ივნისს დააფიქსირეს. შემდეგ გემი რამდენიმე დღით გაუჩინარდა და ოჩამჩირეში 4 ივლისს შენიშნეს.
მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში, ოჩამჩირის პორტში რუსეთის სამხედრო გემი Project 22870 გაჩერდა. სატელიტური ფოტოებით ჩანს, რომ სამხედრო ხომალდი 28 ივნისს ნოვოროსიისკის პორტში იყო გაჩერებული, 4 და 5 ივლისის ფოტოებით კი ის უკვე ოკუპირებულ აფხაზეთში ფიქსირდება.
მიუხედავად იმისა, რომ ხომალდი კლასიფიცირებულია როგორც სამაშველო ნავი, მისი გამოყენება სამხედრო მიზნებისთვისაც არის შესაძლებელი. 2022 წელს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ზმეინის კუნძულთან მსგავსი ტიპის (SB-739) ნავი ჩაძირეს, რომელსაც ანტისაჰაერო რაკეტები გადაჰქონდა.
შეგახსენებთ, გასული წლის 5 ოქტომბერს გამოცემა Известия – ში ასლან ბჟანიას ინტერვიუ გამოქვეყნდა, სადაც იგი ამბობს რომ დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში, კერძოდ ოჩამჩირის რეგიონში, რუსეთის მუდმივი საზღვაო ბაზის მოწყობა იგეგმება. ამის პარალელურად ვრცელდებოდა ცნობები, რომ რუსეთს ოკუპირებული სევასტოპოლიდან შავი ზღვის ფლოტის ხომალდები გაჰყავდა. მარტში გავრცელდა ფოტომასალა, სადაც ჩანს, რომ ადგილზე რუსული სამხედრო პორტის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრას აუსტრევიჩუსი – საქართველოს მთავრობამ აღმოსავლური პოპულიზმის გზისკენ გადაუხვია – მოვუწოდებ ქართველ ხალხს, უარი თქვან რუსეთის მხრიდან სახიფათოდ დესტრუქციულ მანიპულაციაზე – თქვენ ევროპას ეკუთვნით