რუსული სამთავრობო არხი, ყალბ საიტზე დაყრდნობით, ამტკიცებს, რომ DEEPSEEK საბჭოთა კოდით შეიქმნა

რუსულ სამთავრობო სატელევიზიო არხ Россия 1-ის ეთერში გავიდა სიუჟეტი, რომელიც ახალ ჩინურ ჩეთ ბოტ პროგრამა DeepSeek-ს ეძღვნებოდა.
პროპაგანდისტული არხის მტკიცებით, ჩინური პროგრამა საბჭოთა მეცნიერების მიერ, 1985 წელს დაწერილ კოდზეა დაფუძნებული.
სიუჟეტში მოყვანილი იყო DeepSeek-ის შემქმნელის, ლიან ვენფენი მიერ ლექს ფრიდმანთან ინტერვიუში ნათქვამი სიტყვები:
“ტყუილის დამალვას აზრი არ აქვს, ჩვენი ხელოვნური ინტელექტი საბჭოთა ბაზაზე შეიქმნა, უფრო კონკრეტულად აკადემიკოს გლუშკოვის ნაშრომი გამოვიყენეთ. ამ ნაშრომის გარეშე ვერასდროს დავეწეოდით ამერიკელების ChatGPT-ის”.
სიუჟეტში გამოყენებული მასალის პირველადი წყარო სახუმარო ე.წ. ტროლ საიტი აღმოჩნდა. რეალურად ინტერვიუ ფრიდმანს და ლიანს შორის არასდროს შემდგარა.
tabula.ge