რუსული საინვესტიციო შეთანხმება აფხაზურ ინტერესებს არ ითვალისწინებს – დე ფაქტო პრეზიდენტობის კანდიდატი

რუსული საინვესტიციო შეთანხმება აფხაზურ ინტერესებს არ ითვალისწინებს – დე ფაქტო პრეზიდენტობის კანდიდატი
დროებით ოკუპირებული ს დე ფაქტო პრეზიდენტობის კანდიდატის, ადგურ არძინბას განცხადებით, აფხაზეთში რუსული ინვესტიციების წინააღმდეგი არავინ არის. როგორც მან ჟურნალისტ საიდ ბარგანჯიასთან ინტერვიუში განაცხადა, რეალურ ინვესტიციებსა და რუსულ-აფხაზურ საინვესტიციო შეთანხმებას შორის დიდი განსხვავებაა.
როგორც ე.წ. ოპოზიციონერმა ლიდერმა აღნიშნა, აფხაზეთში რუსული კომპანიები წარმატებით მუშაობენ. ადგურ არძინბას თქმით, ხელშეკრულება, რომელიც მოსკოვსა და სოხუმს შორის უნდა გაფორმებულიყო, აფხაზი მოსახლეობის ინტერესებს არ ითვალისწინებდა.
„ინვესტიციები უნდა იყოს აფხაზეთის ეკონომიკის განვითარების გეგმის ნაწილი. ჩვენ გვაქვს საინვესტიციო კანონი. შესაბამისად, უკვე არსებობს მთელი ინფრასტრუქტურა, აფხაზეთში საინვესტიციო საქმიანობის უზრუნველსაყოფად.
მრავალი წელია, რაც რუსული კაპიტალის მქონე კომპანიები საკმაოდ წარმატებით ოპერირებენ აფხაზეთის ტერიტორიაზე. მინდა შეგახსენოთ, რომ აფხაზეთში მუშაობენ კომპანიები, როგორებიცაა: “მეგაფონი”, “როსნეფტი” და ასე შემდეგ. თუმცა, რატომ გვჭირდება ასეთი ინვესტიციები, რომელშიც ჩვენი მუშახელი არ არის ინტეგრირებული, არ არის ჩართული ჩვენი ბანკები, ჩვენი სასამართლო სისტემა? ეს აღარ არის ინვესტიციები, ეს არის სრულიად განსხვავებული კატეგორია. ის, რაც ასლან ბჟანიამ შემოგვთავაზა, არის მოდელი, რომელიც საკმაოდ წარმატებით იქნა დანერგილი რიგ ქვეყნებში, რომლებიც მესამე სამყაროს ქვეყნებად ითვლება.
როდესაც კორუმპირებული ელიტების ვიწრო ჯგუფი გარე მსხვილ კაპიტალთან თანამშრომლობით აშენებს მოდელს, სადაც ხალხის ძირითად ნაწილზე ის არ აისახება, არის ეკონომიკური პოლიტიკის მიღმა. ამით კორუმპირებული ელიტების ვიწრო ჯგუფი იკვებება და არსებობს ისეთი ქვეყნები, სადაც ეს ხდება, მაგრამ ეს არ არის ჩვენი მოდელი. აფხაზი ხალხი არ იმსახურებს ასეთ მოპყრობას. აფხაზური ნიადაგის ყოველი სანტიმეტრი გაჟღენთილია ჩვენი წინაპრების სისხლით, რომლებმაც სიცოცხლე გაწირეს აფხაზეთის დამოუკიდებლობისთვის. ჩვენი სახელმწიფოს მიმართ ასეთ დამოკიდებულებაზე ფიქრის უფლებაც კი არ გვაქვს. რუსული საინვესტიციო შეთანხმება აფხაზურ ინტერესებს არ ითვალისწინებს”, – განაცხადა არძინბამ.
ინტერვიუში არძინბამ განაცხადა, რომ აფხაზეთი ს მოკავშირეა და ის ყოველთვის რუსეთის გვერდით იდგება.