რუსული საარტილერიო დაბომბვის შედეგად დნიპროპეტროვსკში შვიდი ადამიანი დაიჭრა

დნიპროპეტროვსკის რეგიონის გუბერნატორმა სერჰი ლისაკმა „ტელეგრამზე“ გამოაქვეყნა ცნობა, რომ ხუთშაბათს რეგიონის ქალაქ ნიკოპოლზე რუსული საარტილერიო დაბომბვის შედეგად შვიდი ადამიანი დაიჭრა. მანამდე გუბერნატორმა დაწერა, რომ ოთხშაბათ საღამოს და ხუთშაბათ დილით, რუსული ძალები ნიკოპოლის მიმდებარე ტერიტორიას „კამიკაძე“ დრონებით და არტილერიით დაესხა თავს.
მან თქვა, რომ იმ თავდასხმებმა დააზიანა ინფრასტრუქტურა, ოთხი საცხოვრებელი შენობა, გაზის მილსადენი და ელექტროგადამცემი ხაზი.
2022 წლის თებერვალში ს სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, ნიკოპოლი რუსული თავდასხმების სამიზნე იყო. რუსეთი უარყოფს, რომ სამოქალაქო მოსახლეობას ან სამოქალაქო ინფრასტრუქტურას უმიზნებს, მაგრამ უკვე ათასობით ადამიანი დაიღუპა.

ასევე დაგაინტერესებთ

ანა წითლიძე – თუ გინდა, რეჟიმს მოუგო, შენი თამაშის წესებით უნდა ეთამაშო – ოპოზიცია კამპანიას უნდა ვაწარმოებდეთ, რომ არჩევნებზე ოპოზიციური ამომრჩეველი არ მივიდეს, „ოცნებას“ ისე უნდა გაუჭირდეს ამომრჩევლის მიყვანა, რომ ავტობუსებით დაორგანიზება დასჭირდეს