რუსული „როსატომი“ საქართველოში ჰესების მშენებლობას გეგმავს

რუსული „როსატომი“ საქართველოში მცირე ჰესების მშენებლობას გეგმავს. ატომური ენერგიის კორპორაცია არის ს სახელმწიფო ჰოლდინგი. სწორედ “როსატომის” სანქცირების აქტს განიხილავს ამჟამად -ის კონგრესი. მიღების შემთხვევაში, კანონპროექტი ითვალისწინებს მეორადი სანქციების დაწესებას უცხოელების მიმართაც, რომლებიც კომპანიასთან მუშაობენ.
ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის გეგმებთან დაკავშირებით გამოცემა “ტასს” ინტერვიუ კომპანიის გენერალურმა დირექტორმა მისცა. მისი თქმით, დიდი ჰესის მშენებლობის შესახებ ხელშეკრულება უკვე გააფორმეს ყაზახეთში, საქართველოსა და სომხეთში კი ისინი მცირე, 10 მეგავატამდე სიმძლავრის ჰესების აშენებას გეგმავენ.