რუსული ონლაინ-მაღაზია Ozon საქართველოში ოპერირებას იწყებს

მსხვილმა რუსულმა ონლაინმაღაზია Ozon საქართველოში ოპერირებას იწყებს. ოფიციალურ საიტზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, შეკვეთილი პროდუქციის მიღება შესაძლებელია როგორც საქართველოს მსხვილ ქალაქებში (თბილისი, , ქუთაისი, , ზუგდიდი, რუსთავი), ასევე, პატარა ქალაქებში (მაგალითად, ხაშურში, ბორჯომში, ამბროლაურში, ონში და ა.შ.).
Ozon-ის მიერ გავრცელებული პრესრელიზის თანახმად, საქართველოში მაცხოვრებლებს სხვადასხვა კატეგორიის 50 მილიონზე მეტი პროდუქციის შეძენა შეუძლიათ. მიწოდებას პირველ ეტაპზე 14 დღე დასჭირდება, ხოლო შეკვეთის მიღებას კლიენტები სახლთან ახლოს პარტნიორების ოფისებში ან კურიერით შეძლებენ.
“ჩვენ უკვე ვაწვდით სამომხმარებლო საქონელს სომხეთში, აზერბაიჯანში, ბელორუსიაში, ყაზახეთში, ყირგიზეთსა და უზბეკეთში და მოხარული ვართ, რომ დღეიდან მათ საქართველოს მაცხოვრებლები შეუერთდებიან. ქვეყნის მაცხოვრებლების ნდობის მოსაპოვებლად, ჩვენ შევთავაზებთ მათ მაღალი ხარისხის მომსახურებას, პროდუქციის ფართო ასორტიმენტს, ხელმისაწვდომ ფასებს და მოხერხებულ მიწოდებას“, – თქვა ალექსეი საპონმა, დსთ-ში Ozon-ის ოპერაციებისა და განვითარების დირექტორმა.
2022 წლის აპრილში Ozon-ის გენერალური დირექტორი ალექსანდრ შულგინი ევროპული სანქციების სიაში შეიყვანეს, რის შემდეგაც ის თანამდებობიდან გადადგა. 2023 წლის სექტემბერში ცნობილი გახდა, რომ ლუქსემბურგში ევროკავშირის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება შულგინის წინააღმდეგ საქნცეიბი მოხსნილიყო.