რუსული ოკუპირებულ ოჩამჩირეში – “ეს ძალიან სახიფათოა, უკრაინა განახორციელებს სარაკეტო დარტყმებს” – პაატა დავითაია

„ევროპელი დემოკრატების” ლიდერი პაატა დავითაია ამბობს, რომ სავარაუდოდ, ოჩამჩირის აკვატორიაში ძალიან მალე 8 წყალქვეშა ნავი და 5 გემი აღმოჩნდებიან და პორტი საომარ მოქმედებაში ჩაერთვება.
პაატა დავითაია ამბობს, რომ თუ ასე მოხდა, უკრაინის მხრიდანაც განხორციელდება სარაკეტო დარტყმები და საფრთხე დიდია, რომ ადგილობრივი მოსახლეობა დაზარალდეს.
ალბათ, უახლოეს ხანებში ჩვენ ვნახავთ დაახლოებით 5-მდე დიდი გემის განლაგებას ოჩამჩირის აკვატორიაში. მე როგორც მაქვს ინფორმაცია, დაახლოებით, 8 წყალქვეშა ნავის გადმოყვანაზე არის საუბარი ნოოროსისკიდან და სევასტოპოლიდან და ოჩამჩირის საზღვაო ბაზა უკვე ჩაერთვება საბრძოლო მოქმედებებში. ამის შემდგომ, დიდი ალბათობით, უკრაინის მხრიდან განხორციელებული იქნება სარაკეტო დარტყმები ოჩამჩირეზე. ამის ტექნიკური საშუალება უკვე ს აქვს და უკრაინამ ეს უკვე დაადასტურა. დიდი ალბათობით, ეს დარტყმები ოჩამჩრის მიმართულებით განხორციელდება. აი ეს ვითარება არის შექმნილი, რაც ძალიან სახიფათოა, მინდა ხაზი გავუსვა, იმიტომ, რომ ეს არის საქართველოს ტერიტორია. რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვაკონტროლებთ მას, იქ იმყოფებიან ოკუპანტები და უკრაინას სრული უფლება აქვს, დაარტყას ოჩამჩირის საზღავო ბაზას. აქ არის პრობლემა აფხაზების, რომლებიც ჩვენი მოქალაქეები არიან და რამე შეცდომა რომ მოხდეს ეს საზღვაო ბაზა და ქალაქი ოჩამჩირე თითქმის ერთი ტერიტორიაა და შეიძლება, მშვიდობიანი მოსახლეობა დაზიანდეს”, – ამბობს პაატა დავითაია.
ოჩამჩირის პორტში ს სამხედრო გემი Project 22870 გაჩერდა – ამის შესახებ ინფორმაცია მედიაში ვრცელდება.

ასევე დაგაინტერესებთ