ქართველებისგან მტრის ხატის ფორმირებაში „ოსური გენოციდის“ საკითხს საკვანძო ადგილი უკავია. რუსული პროპაგანდა მას მოხერხებულად იყენებს მანიპულაციისთვის. ამჟამად ეს თემა „თაროზე თვლემს“ და „საჭირო“ დროს ელოდება. რა მოხდა სინამდვილეში? – ამ კითხვაზე პასუხი „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიაში“ აქვთ.
