რუსული მხარის ინფორმაციით, უკრაინამ კურსკის ოლქზე დრონებით თავდასხმა განახორციელა

უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატები კურსკის ოლქის გლუშკოვსკის რაიონის ტეტკინოს დასახლებას დაესხნენ თავს, – ინფორმაციას რუსული მედია რეგიონის გუბერნატორზე, რომან სტაროვოიტზე დაყრდნობით ავრცელებს.
“სამწუხაროდ არის დაშავებული”, – განაცხადა რეგიონის ხელმძღვანელი და დასძინა, რომ დაშავებულის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
მისი თქმით, თავდასხმის შედეგად, ორ სახლში მინები ჩაიმსხვრა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლელა ჯეჯელავა – მიკვირს, როგორ იკადრა ირანის ელჩმა საგარეო საქმეთა სამინისტროში მისვლა და მაკა ბოჭორიშვილი არ დაიბარა საელჩოში – რაც შეეხება დოდონის ვიზიტს, ახლა პლახოტნიუკი მოვიწვიოთ გამოცდილების გაზიარების მიზნით