რუსული მხარის ინფორმაციით, უკრაინელებმა ბელგოროდის ოლქზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაშავდა

რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ბელგოროდის ოლქში მრავალჯერადი სარაკეტო სისტემიდან გაშვებული 10 უკრაინული რაკეტა ჩამოაგდეს, – ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„აღიკვეთა კიევის რეჟიმის მცდელობა განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე მრავალჯერადი სარაკეტო სისტემის რაკეტების გამოყენებით“, – აცხადებენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.
ოლქის ხელმძღვანელის, ვიაჩესლავ გლადკოვის ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ამასთან, მაღალსართულიან კორპუსთან ჭურვის აფეთქების გამო რამდენიმე ბინის მინა ჩაიმსხვრა და 30-ზე მეტი ავტომობილი დაზიანდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ღამბაშიძე: სახარების მიხედვით, დადასტურებულად რაც ვიცით არის ის, რომ ქრისტეს შემდეგ სამოთხეში ის ადამიანი შევიდა, რომელმაც მოწყალება გამოიჩინა. ის კი არა რომ მილიონი ვინმეს შესწირა, ან სამი ეკლესია ააშენა, ან ყველაზე მეტი პირჯვარი გადაიწერა…