რუსული მხარის ინფორმაციით, ქვეყნის ტერიტორიაზე 113 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს

საჰაერო თავდაცვის სისტემებმა წუხელ ბელგოროდის, ვორონეჟის, კურსკისა და ბრიანსკის ოლქებში 113 უკრაინული დრონი გაანადგურეს, – ინფორმაციას ს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„საჰაერო თავდაცვის სისტემებმა გაანადგურეს 113 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი: 73 უპილოტო საფრენი აპარატი ბელგოროდის ოლქის ტერიტორიაზე, 25 უპილოტო საფრენი აპარატი ვორონეჟის ოლქის ტერიტორიაზე, 14 – კურსკის ოლქის ტერიტორიაზე და ერთი უპილოტო საფრენი აპარატი ბრიანსკის ოლქში“, – აცხადებენ უწყებაში.
ბელგოროდის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა, რომ ჩამოგდებული დრონის ნამსხვრევების შედეგად ადგილობრივი მცხოვრები მსუბუქად დაშავდა, დაზიანდა სამი კერძო სახლი და ერთი ავტომობილი.

ასევე დაგაინტერესებთ

თამარ კორძაია – ცესკოს წარვუდგენთ დადგენილების პროექტს, რომლის თანახმად, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის შესაძლებელი გახდება არჩევნებში მხოლოდ პასპორტით მონაწილეობა – მთავარია, ცესკომ ნება გამოავლინოს