რუსული მხარის ინფორმაციით, უკრაინელებმა ყირიმზე 38 დრონით თავდასხმა განახორციელეს

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 3 მარტის ღამეს დროებით ოკუპირებულ ყირიმში 38 უკრაინული დრონით თავდასხმა განხორციელდა.
„წუხელ აღიკვეთა ს რეჟიმის მცდელობა, განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმა 38 უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებით ს ფედერაციის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე“, – აცხადებენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.
უწყების მტკიცებით, რუსეთის საჰაერო თავდაცვამ, ე.წ. „ს რესპუბლიკის ტერიტორიაზე“ ყველა უკრაინული დრონი გაანადგურა.
ცნობისთვის, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ყირიმში, დროებით ოკუპირებულ ქალაქ ფეოდოსიაში აფეთქებების ხმები ისმოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ანა ბუჩუკური – მამუკა ხაზარაძემ თქვა, თითქოს, ახალი პირობები წამოაყენაო გახარიამ, ეს სიმართლეს არ შეესაბამება – ხაზარაძემ თავის ბრიფინგში დაადასტურა, რომ მაინც და მაინც სამართლიანი არ იყო მათი პირობები