რუსული მხარის ინფორმაციით, უკრაინამ მათ ტერიტორიას 249 დრონით შეუტია, დაიღუპა 3 ადამიანი, 6 კი – დაშავდა

ს თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ღამით ს რეგიონების თავზე 249 უკრაინული დრონი გაანეიტრალეს, აქედან 116 შავი ზღვის თავზე ჩამოაგდეს, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, 76 დრონი კრასნოდარის მხარეში, 23 ყირიმში და 16 როსტოვის ოლქში გაანადგურეს.
ამასთან, 7 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს ბრიანსკის ოლქში, ოთხ
-ოთხი კურსკის ოლქსა და აზოვის ზღვაში, ორი ბელგოროდის ოლქში და ერთი ლიპეცკის ოლქში.
როსტოვის ოლქის ხელმძღვანელის, იური სლიუსარის ინფორმაციით, რეგიონში დრონებით განხორციელებულ თავდასხმას სამი ადამიანი ემსხვერპლა.
ამასთან, კრასნოდარის მხარის ხელმძღვანელმა, ვენიამინ კონდრატიევმა განაცხადა, რომ დრონებით თავდასხმის შედეგად ექვსი ადამიანი დაშავდა.

ასევე დაგაინტერესებთ

გურამ მაჭარაშვილი – მარკ რუტემ კარგად იცის, რომ საქართველო წლებია, მზადაა, ნატოში გასაწევრიანებლად – ახლა ამბობს, თუ სურვილი აქვთ, იმეცადინონო, როცა გვითხრეს, ძალიან კარგად ხართ მომზადებულიო?! – ამოვუღებთ ამ ვიდეოებს და ვაჩვენებთ