რუსული მხარის ინფორმაციით, რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ქვეყნის ტერიტორიაზე 105 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს

რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ქვეყნის ტერიტორიაზე 105 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„22 მაისს, მოსკოვის დროით 00:00 საათიდან 05:30 საათამდე, მორიგე საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 105 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს“, – აცხადებს ს თავდაცვის უწყება.
უწყების ცნობით, ყველაზე მეტი – 35 დრონი – მოსკოვის ოლქში ჩამოაგდეს.
ამასთან, 14 დრონი ჩამოაგდეს ორიოლის ოლქში, 12 – კურსკში, 11 – ბელგოროდში, 10 – ტულის ოლქში, 9 – კალუგის ოლქში, 7 – ვორონეჟში, 3 – ლიპეცკის ოლქში, 3 – სმოლენსკის და 1 ბრიანსკის ოლქში.

ასევე დაგაინტერესებთ

თამარ ჩხეიძე: საერთაშორისო დამნაშავეს ხალიჩებით და აპლოდისმენტებით ხვდებიან, სხვის სახლში შეჭრილ სერიულ მკვლელს ევედრებიან, ოღონდ ხალხს ნუღარ კლავ, მხოლოდ ცეცხლი შეწყვიტე და იქ დარჩი სადაც ხარ…