რუსული მხარის ინფორმაციით, როსტოვის ოლქის ქალაქ მილეროვოზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

რუსეთში, როსტოვის ოლქის ქალაქ მილეროვოს ტერიტორიაზე აფეთქებების ხმები ისმოდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია როსტოვის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელ იური სლიუსარზე, ადგილობრივი მოსახლეობასა და ს თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
სლიუსარის განცხადებით, რეგიონში საჰაერო თავდაცვა მუშაობდა და ქალაქ მილეროვოსთან რვა დრონი ჩამოაგდეს.
„ოპერატიული მონაცემებით, არავინ დაშავებულა. ადგილზე შედეგების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება“, – წერს სლიუსარი „ტელეგრამ“ არხზე.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, როსტოვის ოლქის თავზე ცხრა უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.
მილეროვო არის ერთ-ერთი ტერიტორია, საიდანაც რუსული ჯარები, ზე საჰაერო თავდასხმების დროს, დრონებს უშვებენ.