რუსული მხარის ინფორმაციით, მოსკოვზე დრონებით შეტავა განხორციელდა – აეროპორტებში, უსაფრთხოების მიზნით, შეზღუდვები დაწესდა

რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა უკრაინის შეიარაღებული ძალების 33 დრონი ჩამოაგდეს, რომლებიც მოსკოვის მიმართულებით მიფრინავდნენ, – რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ს დედაქალაქის მერმა, სერგეი სობიანინმა განაცხადა.
„საჰაერო თავდაცვა აგრძელებს მტრის დრონების თავდასხმის მოგერიებას. განადგურებულია ოთხი დრონი, რომლებიც მოსკოვზე თავდასხმას ახორციელებდნენ. წინასწარი ინფორმაციით, სერიოზული ზარალი ან მსხვერპლი არ არის. ნამსხვრევების ჩამოვარდნის ადგილზე სპეციალისტები მუშაობენ“, – აღნიშნა სერგეი სობიანინმა.
ამასთან, მედიის ინფორმაციით, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ვნუკოვოს, დომოდედოვოს, შერემეტიევოს და ჟუკოვსკის აეროპორტებში თვითმფრინავების ჩაფრენასა და გამგზავრებაზე დროებითი შეზღუდვები დაწესდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვიქტორ ორბანი – ირაკლი კობახიძე არის საქართველოს გმირი, საერთაშორისო პატრიოტი, რომელმაც მოიგო არჩევნები, ლიბერალური მოძრაობების წინააღმდეგ წავიდა და დაამარცხა ყველა – თავი არ დაუხარა ბრიუსელს

ირაკლი კობახიძე – ყველა უნდა ადიდებდეს უნგრეთის გამორჩეულ პრემიერს, ბატონ ვიქტორ ორბანს, მამაცობისა და უკომპრომისო ბრძოლისათვის, რომელიც უნგრეთის თავისუფლებისა და ეროვნული ინტერესების დაცვისკენ მიმართა