რუსული მხარის ინფორმაციით, ლისიჩანსკის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 28-ამდე გაიზარდა

რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის ლუგანსკის ოლქის ე.წ. ხელისუფლებისა და ს საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ლისიჩანსკში საცხობის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 28-ამდე გაიზარდა.
მათივე ინფორმაციით, დაბომბვა შაბათს მოხდა. ამ დროისთვის, ნანგრევებიდან 28 ადამიანის ცხედარია ამოსვენებული, მათ შორის ერთი ბავშვია. ასევე, დაშავებულია, სულ მცირე, 10 ადამიანი. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.
ლუგანსკის ოლქის საოკუპაციო ხელისუფლებამ 4 თებერვალი გლოვის დღედ გამოაცხადა. უკრაინულ მხარეს აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი, ჯერჯერობით, არ გაუკეთებია.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ხელისუფლების არჩევა ხალხის პრივილეგიაა და არა უცხოეთის მოქალაქეების უფლება-მოვალეობა – რაც უფრო ნათელი ხდება ოპოზიციის უუნარობა, მით უფრო იმატებს ქვეყნის გარედან საარჩევნო პროცესში ჩარევის სიხშირე და სიმწვავე

რომან გოცირიძე – თუ დააკვირდით, ლექსიკა მეც შევცვალე – მადლობა სალომე ზურაბიშვილს! მან აბსოლუტურად ადეკვატური შეფასება გააკეთა, რომ საქართველოს პრორუსული ხელისუფლება პირდაპირ რუსულ ხელისუფლებად გადაგვარდა